ეკონომიკური განვითარების ახალ გამოწვევებზე, მათი გადაწყვეტის გზებზე ასევე, ქალაქში არსებულ ურბანულ პრობლემებზე, სატრანსპორტო პოლიტიკაზე, ტურიზმის განვითარებასა და საინვესტიციო შესაძლებლობებზე, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე ისაუბრეს.
“ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განხორციელდა, უნდა აღინიშნოს ასევე, ახალი სასტუმროები, ჰოსტელები, კაფეები, ბარები, რაც რა თქმა უნდა სასიამოვნოა და ზოგადად, როდესაც იზრდება ქვეყანა ეკონომიკურად, იზრდება ტურისტების რაოდენობაც და ხდება პარალელურად ბიზნესის განვითარება“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა ტურისტულად განვითარებულ რეგიონებში.
„უმნიშვნელოვანესი არის,რომ ქვეყანაში განვითარდეს ინფრასტრუქტურა და ამ ვალდებულებას უნდა ასრულებდეს რა თქმა უნდა სახელმწიფო ინრასტრუქტურა, სახელმწიფო ინფრასტრუქტურაში იგულისხმება,როგორც საქალაქთაშორისო ისე შიდა მიმოსვლები, შესაძლებლობა უნდა არსებობდეს ინფრასტრუქტურის განვიტარების შემდეგ,რომ ინვესტორი,რომელიც დაინტერესებული იქნება ამა თუ იმ ტურისტული ქვეყანაში ინვესტიციის ჩადებით, ეს იქნება პირობითად სასტუმროების მშენებლობა თუ რესტორნების მშენებლობა, გარკვეულწილად ამ მიმართულებით თანხის ჩადება, მისთვის მარტივი იქნება. როდესაც ეს ორი საკითხი გამიჯნული იქნება და და სახელმწიფო თავის მიმართულებით იმოქმედებს, ბიზნესი კი თავისი მიმართულებით და ეს ყოველთვის იქნება აპოლიტიკური, ქვეყნის განვითარებას ეს ძალიან ხელს შეუწყობს და ის რასაც 10 წლის განმავლობაში აკეთებენ,შესაძლებელია 3-4 წელიწადშიც შესრულდეს“, – მიიჩნევს „რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი” შოთა ბურჯანაძე.
დისტრიბუტორთა ასოციაციაში ამბობენ, რომ განუვითარებელი ინფრასტრუქტურის გამო დისტრიბუტორებს და სავაჭრო ობიექტებს საქმიანობაში დაბრკოლებები ექმნებათ.
„სამუშაო ვფიქრობ ძალიან ბევრია, მათ შორის უშუალოდ დისტრიბუციის მიმართულებით საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს ვაწყდებით,პარკირებასთან დაკავშირებით და ვართ კომუნიკაციაში თბილისის მერიასთან და ვფიქრობ, რომ დროულად უნდა გადაწყდეს ეს პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამწუხაროდ საბოლოოდ ეს მომხმარებელზე და პროდუქციის ფასზე იმოქმედებს, რაც ნეგატიურად აისახება ინფლაციის მაჩვენებელზე“, – განმარტავს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.
ფორუმის მომხსენებლები ამბობენ, რომ ახლა მთავარია სიცოცხლისუნარიანი და მდგრადი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბება, ასევე თანამედროვე ურბანული პროექტების განხორციელება და ბიზნეს-მეგობრული გარემოს შექმნა.