კატეგორიები

მოლდოვაში ევროკავშირში გაერთიანების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა

მოლდოვაში ევროკავშირში გაერთიანების მოთხოვნით მსვლელობა გაიმართა

მოლდოვის ათასობით მოქალაქე კიშინიოვში ევროკავშირის მხარდამჭერ აქციაზე შეიკრიბა.

დემოკრატიული დასავლეთის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ მოლდოვასა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები, მაია სანდუ და რობერტა მეცოლა.

უკრაინასა და რუმინეთს შორის მოქცეული მოლდოვა მოსკოვისა და დასავლეთის პაექრობისას ხშირ შემთხვევაში ფიგურირებს.

თებერვალში უკრაინის პრეზიდენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სწორედ უკრაინის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელთა მიერ აღკვეთილ იქნა მოლდოვაში კრემლის მიერ ორგანიზებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა.

უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გამოწვევად რჩება ეგრეთ წოდებული დნესტრისპირეთის არსებობა. ეს სეპარატისტული ერთეული 1500 – მდე რუს სამხედროს მასპინძლობს და ამავე რეგიონში ძველ საბჭოთა საცავში 20 ტონაზე მეტი შეიარაღება და ტყვია წამალი ინახება.

დედაქალაქში მოქალაქეები სწორედ სამშობლოს დასავლური მომავლის მხარდაჭერის მიზნით შეიკრიბნენ და მათ კონსტიტუციაში სახელმწიფოს ევროპული საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ჩანაწერის შექმნა მოითხოვეს.

მეორე მხრივ მოსკოვი არ წყვეტს მოლდოვაში დესტაბილიზაციის მცდელობებს და ანტი – ევროპულ პროპაგანდასა და პოლიტიკას აწარმოებს მოლდოვაში.

 

დაკავშირებული ამბები
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა ბრიუსელი ევროკავშირში მოლდოვის შეუფერხებელი გაწევრიანების საფუძველს ამზადებს
სხვა ამბები