კატეგორიები

Georgian Airways 20 მაისიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს

Georgian Airways 20 მაისიდან თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენებს იწყებს

თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით ავიაკომპანია Georgian Airways-ი რეგულარული ოპერირების განხორციელებას იწყებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები 20 მაისიდან, კვირაში 7 სიხშირით განხორციელდება.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიაზე დღეს გაიცა.

დაკავშირებული ამბები
ევროკავშირი საქართველოსთან დაკავშირებით ახალი ზომების მიღებას განიხილავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ზეიმისა და პროტესტის ფონზე
სხვა ამბები