კატეგორიები

თურქეთში ახალ პრეზიდენტსა და პარლამენტს ირჩევენ

თურქეთში ახალ პრეზიდენტსა და პარლამენტს ირჩევენ

თურქეთში დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.

მოქალაქეები პრეზიდენტსა და 600-ადგილიან პარლამენტს ხუთწლიანი ვადით აირჩევენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე გაიხსნა.

თურქეთის პრეზიდენტის არჩევის მხრივ, საარჩევნო ბიულეტენში ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს, ოპოზიციონერ ქემალ კილიჩდაროღლუსა და სინან ოგანს შორის მოუწევს.

კიდევ ერთმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, მუჰარემ ინჯემ საკუთარი კანდიდატურა ხუთშაბათს მოხსნა.

დაკავშირებული ამბები
პოლიცია თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეიჭრა სტამბოლი, თურქეთი
სხვა ამბები