მთავარიევროპაუკრაინააშშ არ ახალისებს უკრაინას, რომ იერიში ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიიტანოს - თეთრი...

აშშ არ ახალისებს უკრაინას, რომ იერიში ქვეყნის საზღვრებს გარეთ მიიტანოს – თეთრი სახლი

კიევი გასულ ღამეს სარაკეტო თავდასხმის სამიზნე გახდა. ქალაქში გამუდმებით ისმოდა სირენების ხმა. მოქალაქეები თავშესაფრებში გადავიდნენ.  ეს მრავალი თვის განმავლობაში რუსების მიერ  პირველი სარაკეტო დარტყმა იყო უკრაინის დედაქალაქზე.

კრემლზე დრონებით  განხორციელებული თავდასხმის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ მოსკოვის მხრიდან გარკვეული საპასუხო ქმედება მოსალოდნელი იყო.  მოსკოვი უკრაინას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. უკრაინის მოკავშირეებიც ხისტი განცხადების გაკეთებას ერიდებიან.

თეთრი სახლის პრესმდივნის კარინ ჟან-პიერის თქმით,  შეერთებული შტატები არ ახალისებს უკრაინას, რომ თავისი საზღვრების გარეთ მიიტანოს იერიში. მათ ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადეს, თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის გავრცელებული ინფორმაციის ავთენტურობასთან დაკავშირებით.

ფინეთში ვიზიტის დროს მყოფმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე უარყო უკრაინის მონაწილეობა თავდასხმაში და განაცხადა, რომ უკრაინა თავს არ  ესხმის პუტინსა და მოსკოვს. ისინი მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე იბრძვიან.

თუმცა კრემლის ინციდენტმა კიდევ უფრო გაამწვავა ვითარება. რუსეთმა უკრაინის სამხრეთში სარაკეტო თავდასხმები განახორციელა. ოთხშაბათს ხერსონის რეგიონზე მიტანილ იერიშს 21 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაიჭრა. რამდენიმე მოქალაქე უშუალოდ ქალაქის ცენტრში დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend