კატეგორიები

გერმანია 3 ატომური ელექტროსადგურის მუშაობას აჩერებს

გერმანია 3 ატომური ელექტროსადგურის მუშაობას აჩერებს

გერმანია საბოლოოდ აჩერებს ქვეყანაში ბოლო 3 ატომური რეაქტორის მუშაობას. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ გერმანიის მთავრობა დააფიქრა, გადაეხედა ბირთვულ ენერგიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ფუკუშიმის კატასტროფის შემდეგ მიიღეს, თუმცა ბირთვული ენერგიის წარმოების შენარჩუნების ხარჯებისა და თხევადი გაზის მიმართ მზარდი ყურადღების გამო მაინც გადაწყდა ბოლო 3 ატომური ობიექტის მუშაობის შეჩერება. მათ დეკომისიას დაახლოებით  40 წელი დასჭირდება.

ატომური ელექტროსადგურის პრესსპიკერის კურტ რადლოვის თქმით, დემონატაჟის დარბაზში დაიშლება დიდი კომპონენტები, ორთქლის გენერატორები და რეაქტორების წნევის ავზები. ეს სამუშაოები 2040-50 წლებამდე გასტანს, ხოლო თავად ამ დარბაზის დემონტაჟი 2060 წელს იგეგმება.

ბოლო სამი ატომური ელექროსადგურის დახურვით გერმანიას ახლა 29 ატომური რეაქტორი აქვს დასაშლელი. ოპერაციის სრული ღირებულება 23 მილიარდ ევროს შეადგენს. გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თანხა კიდევ გაიზარდოს, რაც გერმანიის მოქალაქეების შეშფოთებას იწვევს.

Related news
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ჩინეთში ვიზიტს განაგრძობს გზავნილები მიუნხენის კონფერენციიდან – ტრანსატლანტიკური ურთიერთობა ყურადღების ცენტრში
სხვა ამბები