მთავარიაზიაჩინეთიჩინეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ტაივანმა საბრძოლო თვითმფრინავები გაუშვა

ჩინეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ტაივანმა საბრძოლო თვითმფრინავები გაუშვა

ჩინეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების საპასუხოდ ტაივანის საჰაერო ძალებმა სინჩჟუს საავიაციო ბაზიდან „მირაჟის“ საბრძოლო თვითმფრინავები გაუშვეს. სამდღიანი სამხედრო წვრთნების, „ერთობლივი ხმლის“, ფარგლებში სამხედრო თვითმფრინავები ტაივანის საჰაერო ზონას გარს შემოერტყნენ. სახალხო განმათავისუფლებელი არმიის აღმოსავლეთ დანაყოფის სარდლობის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები 10 აპრილს სრულდება.

ძალის დემონსტრირების მიზნით ჩინეთმა ათობით გამანადგურებელი თვითმფრინავი და სამხედრო გემი ტაივანის გარშემო მას შემდეგ განათავსა, რაც ტაივანის პრეზიდენტი აშშ-ის პალატის სპიკერს შეხვდა. ამერიკის შეერთებული შტატები კი მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ქვეყნის ლიდერები ამბობენ, რომ რეგიონში სტატუს-კვო არ შეიცვლება. შეერთებული შტატები ჩინეთის ქმედებებს ყურადღებით აკვირდება.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჩინეთში ბოლო ვიზიტის შემდეგ ევროპას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ შეინარჩუნოს დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა. ერთ-ერთ გაზეთთან მიცემული ინტერვიუს დროს მან განაცხადა: „ევროპა არ უნდა ჩაერთოს მსოფლიოს იმ არეულობასა და პრობლემებში, რომლებიც მას არ ეხება“.

სამხედრო წვრთნები, რომლებიც 10 აპრილს სრულდება, ასევე ითვალისწინებს ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებასაც. წვრთნები ტარდება ჩინეთის პროვინციის ფუძიანის კლდოვან სანაპიროზე, ტაივანის მაცზუს კუნძულებიდან სამხრეთით დაახლოებით 80, ტაიბეიდან კი 186 კილომეტრის დაშორებით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend