კატეგორიები

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თბილისში იმსჯელეს

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თბილისში იმსჯელეს

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თაობაზე თბილისში მაღალი რანგის შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე შედგა.

შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი თემაა – მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის განხორციელების ფაზაში.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელი სტრატეგიული პროექტია საქართველოსთვის და მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ის ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგეტიკის სექტორის განვითარებას, გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ორმხრივი ვაჭრობის პოტენციალს ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები