მთავარიამერიკაბრაზილიასაბავშვო ბაღზე თავდასხმას ბრაზილიაში 4 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

საბავშვო ბაღზე თავდასხმას ბრაზილიაში 4 მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ბრაზილიის ოფიციალურმა პირებმა წუთიერი დუმილით პატივი  მიაგეს  საბავშვო ბაღში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა ხნოვნას. როგორც ცნობილია, ნაჯახით შეიარაღებულმა მამაკაცმა 4 ბავშვი დახოცა.

სანტა-კატარინას შტატის პოლიციის უფროსის ულისის გაბრიელის თქმით, თავდამსხმელი 25 წლის  ლუიშ ენრიკე დე ლიმაა, რომელიც წარმოშობით ქალაქ სალტუ-დუ-ლონტრიდანაა. მას 2009 წლიდან აქვს სანტა-კატარინას შტატის მიერ გაცემული პირადობის მოწმობა.  დამნაშავეს არაერთხელ ჰქონია პრობლემა პოლიციასთან და კანონთან.

ქალაქ ბლუმენაუში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 ბიჭი და ერთი გოგო, რომლებიც საბავშვო ბაღის მოედანზე თამაშობდნენ. მათი ასაკი 4-იდან 7 წლამდეა. დაშავებულია კიდევ 5 ბავშვი.

შემთხვევის დროს საბავშვო ბაღის მთავარ შენობაში 40-ამდე ბავშვი იმყოფებოდა. თავდამსხმელი კედელზე გადაძვრა და შენობაში შეიჭრა. მოგვიანებით დამნაშავე  პოლიციას ჩაბარდა. შტატის გუბერნატორმა 3-დღიანი გლოვა გამოაცხადა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend