კატეგორიები

7 მარტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული

7 მარტს აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული

7 მარტს „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტის მიღების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაშავებულ ზაზა ბიღიაშვილს, დაზარალებულის სტატუსი ამ დრომდე არ აქვს მინიჭებული.

საპროტესტო აქციაზე მას სავარაუდოდ გაზის კაფსულა მოხვდა თვალში, რომელიც მოხვედრის შემდეგ გასკდა და შედეგად ზაზა ბიღიაშვილმა მარჯვენა თვალში მხედველობა დაკარგა.

ამ ფაქტს ადასტურებს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი ექსპერტიზაც, სადაც ნათქვამია, რომ ზაზა ბიღიაშვილისთვის მარჯვენა თვალში მხედველობის აღდგენა შეუძლებელია.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები