კატეგორიები

ნიდერლანდებში რკინიგზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ნიდერლანდებში რკინიგზაზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ჰააგასთან ახლოს მომხდარი სარკინიგზო ავარიის შემდეგ  ნიდერლანდელი გამომძიებლები ყურადღებით აკვირდებიან სარემონტო სამუშაოებს და იკვლევენ ავარიის გამომწვევ მიზეზებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელი რკინიგზაზე მდგარ მცირე ზომის ამწეს შეეჯახა, რის შედეგადაც სამი ვაგონი რელსებიდან გადავიდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, 30 კი დაშავდა.

ადგილობრივმა მოქალაქეებმა ძლიერი ხმა დილის ოთხის ნახევარზე გაიგეს და შეშინებულები გარეთ გამოიქცნენ.

მატარებელი ლეიდენიდან ჰააგის მიმართულებით მოძრაობდა, პატარა სოფელ ვორსხოტენთან კი რელსებიდან გადავიდა.

შემთხვევის ადგილზე ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდერი ჩავიდა და გარდაცვლილის ოჯახს მიუსამძიმრა. ნიდერლანდებში მსგავსი ავარია იშვიათობაა. აქამდე საზოგადოება თვლიდა, რომ ქვეყანაში მატარებლით  მგზავრობა ყოველთვის უსაფრთხო იყო.

Related news
დედოფალი მაქსიმა ნიდერლანდების შეიარაღებული ძალების რეზერვს შეუერთდა. რამდენიმე პირი დაშავდა ნიდერლანდების ქალაქ უტრეხტში მომხდარი აფეთქების შედეგად
სხვა ამბები