მთავარიაზიაიაპონიაქართულმა ბრენდმა იაპონიაში შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა

ქართულმა ბრენდმა იაპონიაში შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა

საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის, GAFA-ს წევრი კომპანია Maroma Collection-ი იაპონელი მოდის შემფასებლების წინაშე უკვე მეორედ წარდგა.

ტოკიოს შოურუმზე ბრენდმა შემოდგომა-ზამთრის კოლექცია წარადგინა. პროექტს ჰქვია „კლასტერები განვითარებისთვის“, და მისი იაპონიაში განხორციელება შესაძლებელი გახდა, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით. კოლექცია ქართულ კულტურულ ტრადიციებს ეფუძნება, შესაძლოა ამიტომაც  აღმოჩნდა  საინტერესო და მიმზიდველი მოდის იაპონელი შემფასებლებისთვის.

GAFA – საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაცია, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა და  მასში 35 კომპანია გაერთიანდა. მათ შორის არიან ტანსაცმლის მწარმოებლები, მოდის დიზაინერები, სამკერვალო ფაბრიკები და ატელიეები.

საქართველოს ტანსაცმლისა და მოდის ასოციაციის იაპონიაში სტუმრობაც ამ პროექტით იყო გათვალისწინებული. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა იაპონიის ბაზრის მოთხოვნებისა და თავისებურებების  უკეთ გაცნობა. საქართველოს წარმომადგენლები შეხვდნენ მოდის სფეროს ექსპერტებსა და შოურუმების წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, რომ იაპონიაში მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება ქართული ტანსაცმლის მწარმოებლებს ინფორმაციის მიღებასა და იაპონიის ბაზარზე შესვლისათვის მოსამზადებლად.

პროექტი „კლასტერები განვითარებისთვის“ ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარეობს და მას GIZ-ი (გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება) ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კონკურენტუნარიანობის  გაზრდის ხელშეწყობაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend