კატეგორიები

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში იეჰოვას მოწმეებს თავს დაესხნენ

გერმანიის ქალაქ ჰამბურგში იეჰოვას მოწმეებს თავს დაესხნენ

გუშინ ჩრდილოეთ გერმანიაში სროლის შედეგად დაიჭრა და დაიღუპა რამდენიმე ადამიანი. პოლიციაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შეტყობინება საღამოს ათის თხუთმეტ წუთზე შევიდა.

ინციდენტი ჰამბურგში, იეჰოვას მოწმეთა შეკრებაზე მოხდა. ჰამბურგის პოლიციის სპიკერი ჰოლგერ ვერენი ამბობს, რომ პოლიციელებს, რომლებიც ადგილზე მივიდნენ, რამდენიმე გარდაცვლილი და მძიმედ დაჭრილი ადამიანი დახვდათ. შემდეგ ზედა სართულიდან სროლის ხმა გაიგეს, იქაც ერთი დაღუპული იყო.

პოლიციაში აცხადებენ, რომ მათ არ გამოუყენებიათ ცეცხლსასროლი იარაღი. პოლიციელებს არ ჰქონდათ დაზუსტებული ინფორმაცია, იყო თუ არა თავად თავდამსხმელი გარდაცვლილთა შორის.  არც იმის მინიშნება არსებობდა, რომ შემთხვევის ადგილიდან ვინმე გაქცეულიყო. ინციდენტი გროს ბორსტელის რაიონში გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა.

დაკავშირებული ამბები
ბერლინი ვაშინგტონს ტომაჰავკების ტიპის ფრთოსანი რაკეტების შეძენასა და მათი გერმანიის ტერიტორიაზე განთავსებაზე  შეუთანხმდა გერმანული ბიზნესის ნაწილი და ულტრამემარჯვენე AFD სანქტ-პეტერბურგის ფორუმს დაესწრებიან
სხვა ამბები