მთავარიგადაცემებიFocusმიწისძვრის მიუხედავად, თურქეთი კვლავ ტურისტებს მასპინძლობს

მიწისძვრის მიუხედავად, თურქეთი კვლავ ტურისტებს მასპინძლობს

თურქეთი მსოფლიოს ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელშიც ყველაზე ხშირად ჩადიან ტურისტები, რადგან იქ ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით მრავალი მნიშვნელოვანი ადგილია.

თურქეთს რთული დრო უდგას, რადგან სულ ახლახან ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონი   მიწისძვრამ მიწასთან გაასწორა. მაგრამ ქვეყანაში ცდილობენ, რომ ტურიზმის სექტორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის კუთხით, ჩვეულ რეჟიმში იმუშაოს.

ტურიზმის როლი ეროვნულ ეკონომიკაში

ტურიზმი ძალიან დიდი როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში. ეს არის სექტორი, რომელიც ყოველ წელს იზრდება.

თურქეთის მთავრობის ბოლო მონაცემების მიხედვით, ქვეყანა 2022 წელს 51 მილიონმა ტურისტმა მოინახულა, რაც 71 %-იან ზრდას ნიშნავს.

მართალია, ტურიზმი თურქეთის ეკონომიკის ერთადერთი საყრდენი არ არის, მაგრამ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი სექტორია.

ტურისტული ზონები მიწისძვრას არ დაუზიანებია

მიწისძვრის შემდეგ ტურისტებს აინტერესებთ, რამდენად უსაფრთხოა თურქეთში მოგზაურობა. საქმე ისაა, რომ თურქეთი საკმაოდ დიდი ქვეყანაა, რომელიც თითქმის 800 ათას კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული, მთავარი ტურისტული მიმართულებები, როგორებიცაა სტამბოლი, ანტალია, იზმირი, მუღლა, კაპადოკია და კონია საკმაოდ შორსაა მიწისძვრით დაზარალებული ადგილებიდან.

სტამბოლი, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან მანქანით 1000 კილომეტრის სავალზეა, ტურისტებს ძველებურად მასპინძლობს. ეს ბოსფორის სრუტეზე მდებარე  ქალაქი, რომელშიც  გასულ წელს  16 მილიონი ტურისტი ჩავიდა, ისევ იზიდავს ხალხს.

ტურისტები ჯავშნებს არ აუქმებენ

არცერთ ტურისტს არ გაუუქმებია მიწისძვრამდე გაკეთებული ჯავშანი. ასეთია მაგალითად ესპანელი ტურისტი მარიან კატალანი.

„დიახ, ცოტა არ იყოს, ვყოყმანობდი, მაგრამ უკვე ყველაფერი მომზადებული მქონდა და ვთქვი: „ეს ქალაქი ხომ 1000 კილომეტრით არის დაშორებული…“ ვიფიქრეთ, რომ აქ არაფერი მოხდებოდა და ეს მართლაც ისეთი უსაფრთხო ადგილია, რომ ისევ დავბრუნდები, ძალიან მოგვეწონა  აქ,“ -ამბობს კატალანი.

იგივე აზრი გამოთქვა ბრიტანელმა ტურისტმა დები სტილმა, რომელიც შვებულების გასატარაებლად ჩამვიდა თურქეთში.

დები სტილი:

“აქ 24 საათის ჩამოსულიც არ ვართ, მაგრამ უკვე ძალიან მოგვწონს, ფანტასტიკურია. თურქები ძალიან საყვარლები და მეგობრულები არიან. ყველაზე მეტად ახლაა  საჭირო აქ ჩამოსვლა.“

ავიახაზები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ

თურქეთში მოგზაურობა, მიწისძვრით დაზარალებული რეგიონების გარდა, ყველგან უსაფრთხოა.  წამყვანი ავიახაზები და საერთაშორისო აეროპორტები ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ, როგორც ინდუსტრიის ექსპერტები ამტკიცებენ.

ლორან აბიტბოლი, კომპანია Havas Voyages and Selectour-ის პრეზიდენტი:

“ჯავშნები არ გაუქმებულა. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ მიწისძვრის ზონა 1000 კილომეტრით არის დაშორებული თურქეთის ტურისტული მიმართულებებიდან. შეკვეთები არ შემცირებულა. ყოველდღე ასობით დამკვეთი ჯავშნის თურქეთში სასტუმროს ოთახებს. თურქეთში კვლავ უნდა იმოგზაურონ. ეს  ძალიან მნიშვნელოვანია.“

2023 წელს ტურიზმი პანდემიამდელ დონეს უნდა დაუბრუნდეს და არც თურქეთს სურს,  ჩამორჩეს ამ ტენდენციას.

ავტორი: ჩინცია რიზი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend