კატეგორიები

პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია

პარლამენტმა ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად აირჩია

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი არ წასულა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება ამოქმედდება მიღებისთანავე.

„ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები