მთავარიაზიაავღანეთიავღანეთის უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განახლდა

ავღანეთის უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განახლდა

ავღანელ სტუდენტებს, რომლებიც ზამთრის ხანგრძლივი არდადეგების შემდეგ დაბრუნდნენ, ცარიელი სასწავლო ოთახები დახვდათ. ქალებს ჯერ კიდევ აკრძალული აქვთ უნივერსიტეტებში ლექციებზე დასწრება. ეს ერთ-ერთი შეზღუდვაა იმ მრავალთაგან, რომლებიც ავღანეთში 2021 წლის აგვისტოში „თალიბანის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ ამოქმედდა.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი მანსურ სადრი ამბობს, რომ მათ არ ჰქონიათ პრობლემა, როდესაც მათ დები სხვა აუდიტორიაში გადაიყვანეს. მათთვის მთავარი ის იყო, რომ ქალებს სწავლა გაეგრძელებინათ. გასულ წელს,  ქალ სტუდენტებს სწავლის საშუალება ჯერ კიდევ ჰქონდათ. ამიტომ ყველა გახარებული და მონდომებული იყო.

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტის ებრათულა რაჰიმის  და სახლში სწავლობს. მას უნდა, რომ ინგლისური და კომპიუტერული მეცნიერება ასწავლოს, თუმცა ებრათულა ფიქრობს, რომ  უნივერსიტეტის გარეშე  მისი და შესაბამის ცოდნას ვერ მიიღებს.

ქალებს სწავლის გაგრძელების საშუალება, სხვა სტუდენტებისგან განცალკევებით, გასული წლის დეკემბრამდე ჰქონდათ. თუმცა ავღანეთის განათლების მინისტრმა განცხადა, რომ ისინი ყოველთვის არ იცავდნენ ჰიჯაბის ტარების წესებს, მათ ხშირად არც ოჯახის მამაკაცი წევრი ახლდათ, როგორც ამას ხელისუფლება მოითხოვს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend