მთავარისაქართველობერლინში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხნა - მასპინძელი ქვეყანა საქათველოა

ბერლინში საერთაშორისო ტურისტული გამოფენა გაიხნა – მასპინძელი ქვეყანა საქათველოა

ბერლინში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენა ITB Berlin-ი დღეს 6 მარტს გაიხნა. გამოფენის მასპინძელი ქვეყანა წელს საქართველოა.

გამოფენის მთავარი გზავნილი ასეთია: “უსაზღვრო სტუმარმასპინძლობა”

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ბერლინში 7-9 მარტს გაიმართება.

“გალა გახსნაზე ქართული ღვინის კულტურიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე წარმოდგენილი იქნება საქართველოს კულტურა და ეთნიკური მრავალფეროვნება. გახსნის შოუ ქართული ხელოვნების შედევრებსა და სხვადასხვა ტიპის ჟანრს მოიცავს. წარმოდგენილი იქნება ეთნო ჯაზი, სიმღერით და ელექტრო მუსიკით. საზეიმო კონცერტზე მაყურებლის წინაშე წარდგება მსოფლიოში ცნობილი ქართული ეროვნული ბალეტი სუხიშვილები. შოუ 6 ნაწილისგან შედგება და აქ ბალეტის მოცეკვავეებთან ერთად აუდიტორიის წინაშე ანსამბლი რუსთავი ტრადიციული პოლიფონიური სიმღერებით, საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და მისი ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი წარდგებიან. გალა გახსნაზე მსოფლიოში ცნობილი ოპერის სოპრანო ნინო მაჩაიძე, ვირტუოზი პიანისტი დუდანა მაზმანიშვილი, მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი, კომპოზიტორი დათო ევგენიძე და მუსიკოსი ნიკა მაჩაიძე მიიღებენ მონაწილეობას.

მსოფლიოს წამყვანი საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ბერლინში 7-9 მარტს გაიმართება.

ბერლინის ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან, თბილისის მერიასთან, ტურისტულ ასოციაციებთან, დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციებთან. 44 ტუროპერატორთან და 23 სასტუმროსთან, ჯამში 80-მდე ორგანიზაციასთან და კომპანიასთან ერთად არის წარდგენილი.

ITB Berlin 1966 წლიდან იმართება. 2019 წელს, მსოფლიო პანდემიამდე ITB Berlin-მა მსოფლიოს 181 ქვეყნიდან გამოფენის 10 ათას მონაწილეს უმასპინძლა. გამოფენას 160 ათასი სტუმარი ჰყავდა და მედიის 5000-მდე წარმომადგენელი აშუქებდა“, – წერია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend