კატეგორიები

მედიის წარმომადგენლების პროტესტი შსს შენობასთან

მედიის წარმომადგენლების პროტესტი შსს შენობასთან

მედიის წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ჟურნალისტების დაკავებას აპროტესტებენ.

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, საპროტესტო აქციაზე გამოცემა ,,პუბლიკას” დირექტორი და თანადამფუძნებელი, ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი დააკავეს.

ასევე “ტაბულა” ავრცელებს ინფორმაციას, გამოცემის ჟურნალისტის ბექა ჯიქურაშვილის დაკავების შესახებ.

ზურა ვარდიაშვილთან ერთად პოლიციამ აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე, მათ შორის ვანო მაღალაშვილი და ნიკა ნარსია დააკავა.

შსს ამ დროისთვის, აქციის 4 მონაწილის დაკავების შესხებ ადასტურებს ინფორმაციას.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები