მთავარიევროპაუკრაინაშეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1 მილიარდ დოლარს გადასცემს

შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1 მილიარდ დოლარს გადასცემს

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქალაქ ბახმუტში ფრონტის ხაზზე ვითარება უკიდურესად რთულდება. მისი თქმით, რუსული ძალები გამუდმებით ანადგურებენ ყველაფერს, რისი გამოყენებაც შესაძლებელია უკრაინული პოზიციების დასაცავად. დრონებით გადაღებული კადრები ადასტურებს უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებს.

უკრაინელი ჯარისკაცები ოკუპანტების შეტევების მოგერიებას ცდილობენ.

დედაქალაქ კიევში კი შეერთებული შტატების ფინანსთა მინისტრ ჯანეტ იელენს პრეზიდენტმა ზელენსკიმ უმასპინძლა. შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით 1 მილიარდ დოლარს გადასცემს. გასული წლის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა კიევს 50 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია.

ცოტა ხნის წინ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  მხარი დაუჭირა რუსეთის უკრაინიდან გასვლის მოთხოვნას, ამასთანავე მოსკოვის მიერ წამოწყებული ომი გაეროს ადამიანთა უფლებების საბჭოს შეხვედრის მთავარი თემაც გახდა.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგმო რუსეთის ქმედებები  საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების დარღვევის გამო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend