მთავარიაზიაჩინეთიჩინეთის 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას მოსკოვში ყურადღებით სწავლობენ - პესკოვი

ჩინეთის 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას მოსკოვში ყურადღებით სწავლობენ – პესკოვი

რუსულმა მხარემ კომენტარი გააკეთა ჩინეთის მთავრობის მიერ უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებულ 12-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე. როგორც ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, გეგმას აფასებენ და ყურადღებით სწავლობენ.

რუსეთის პრეზიდენტის სპიკერი დმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ამ მომენტში რუსული მხარე ვერ ხედავს წინაპირობას მთელი ამ ამბის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. მისი თქმით, სპეცოპერაცია გრძელდება დასახული მიზნების მისაღწევად.

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი სკეპტიკურად უყურებდა ამ გეგმას, კიევი მიესალმა ჩინეთის ნაბიჯს და მოუწოდა მას, კონფლიქტის ყველა მხარეს ესაუბროს და არა მხოლოდ ერთს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ გეგმავს ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან შეხვედრას, ეს სასარგებლო იქნება მათი ქვეყნებისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend