კატეგორიები

ქვეყანაში გაძვირდა ის მედიკამენტები, რომლებზეც ჯერ არ დაუწესებიათ რეფერენტული ფასები – ჯანდაცვის მინისტრი

ქვეყანაში გაძვირდა ის მედიკამენტები, რომლებზეც ჯერ არ დაუწესებიათ რეფერენტული ფასები – ჯანდაცვის მინისტრი

15 თებერვლიდან საქართველოში მედიკამენტების ნაწილზე რეფერენტული ფასები დაწესდა, შედეგად, პრეპარატების ნაწილი გაიაფდა.

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის თქმით, გარკვეულმა კომპანიებმა ფასები აწიეს იმ მედიკამენტებზე, რომელზეც სახელმწიფოს ჯერ არ დაუწესებია რეფერენტული ფასები.

შესაბამისად, მინისტრი კომპანიებს შეთქმულებაში ადანაშაულებს.

განცხადება ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და ასევე თქვა, რომ ფარმაცევტული სექტორის რეგულირებაში შესაბამისი ცვლილების შეტანის წინადადებით, ჯანდაცვის სამინისტრომ მთავრობას უკვე მიმართა და იგეგმება პარლამენტისთვის მიმართვაც.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები