კატეგორიები

პაველ ჰერჩინსკი: “უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ კანონი ევროკავშირის ნორმებისა და პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული

პაველ ჰერჩინსკი: “უცხოური გავლენის აგენტის” შესახებ კანონი ევროკავშირის ნორმებისა და პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა კანონად არ იქცევა.

როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ეს არის არასწორი გზავნილია და ის ევროკავშირის თორმეტ პრიორიტეტთაგან სულ მცირე ორთან წინააღმდეგობაში მოდის, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას და მედიის თავისუფლებას ეხება.

„ეს არის არასწორი გზავნილი, არასწორი დროის არჩევის მხირვ. ეს ინიციატივა წინააღმდეგობაში მოდის 12 პრიორიტეტიდან სულ მცირე ორთან – სამოქალაქო საზოგადოების შესახებ და მედიის თავისულფლების შესახებ პრიორიტეტებთან. მე ასევე მესმის, რომ ეს არის მხოლოდ ინიციატივა, რომელიც ჯერ სათანადოდ არ ყოფილა განხილული. ასე, რომ ჯერ დრო არის და მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, – აღნიშნა ელჩმა.

ჰერჩინსკის თქმით, ოფიციალურმა ბრიუსელმა საკუთარი შეხედულება „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით გამოხატა, რომელიც ევროკავშირის ნორმებისა და პრინციპების წინააღმდეგაა მიმართული.

„ჩემს ზემდგომებმა ბრიუსელიდან უკვე გამოხატეს საკუთარი შეხედულება და ეს არის დღესავით ნათელი შეხედულება, რომ ეს შესაძლო კანონი ევროკავშირის ნორმებისა და პრინციპების წინააღმდეგ იქნება მიმართული. მე გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს ინიციატივა კანონად არ იქცევა“, – დასძინა ჰერჩინსკიმ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები