კატეგორიები

უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია თბილისში

უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქცია თბილისში

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით უკრაინის სოლიდარობის აქცია სახელად – „ეს არის საქართველო – დიდება გმირებს“ დაიწყო.

რუსთაველის გამზირზე საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოებისა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ასევე საქართველოში მცხოვრები უკრაინელები არიან შეკრებილი.

მოქალაქეთა ნაწილი თავდაპირველად რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბნენ და პარლამენტთან მიმდინარე უკრაინის სოლიდარობის აქციას მსვლელობით შემოუერთდნენ.

დედაქალაქის პარალელურად სოლიდარობის გამოსახატავად მოქალაქეები ბათუმსა და ქუთაისშიც იკრიბებიან.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები