საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო აგრესია რუსეთში საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების აშკარა დარღვევაა. ასე ეხმიანება საქართველოს საგარეო უწყება ტვიტერზე უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის გასვლას.
“დღეს ერთი წელი სრულდება, რაც რუსეთმა დაიწყო სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების აშკარა დარღვევით. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ქართველი ხალხი მოძმე უკრაინელი ხალხის გვერდით დგას”, – წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს ტვიტერის გვერდზე.