მთავარისაქართველოირაკლი ღარიბაშვილი: ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა

ირაკლი ღარიბაშვილი: ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა

ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის გარშემო, ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე. ბუნებრივია ჩვენი საუბარი შეეხო უკრაინის ომს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში პრეზიდენტ ერდოღანთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ყველა ქვეყნის ლიდერის მთავარი ამოცანა უნდა იყოს, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ჩვენი ხედვა უნდა დაეფუძნოს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევას, უკრაინაში, რომელიც იქნება წინაპირობა იმისა, რომ შეიქმნება მყარი საფუძველი მშვიდობიანი განვითარების. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, ყველა ქვეყნის ლიდერის, რომ მსოფლიოში იყოს მშვიდობა და ჩვენ არ დავუშვათ ომების გაგრძელება, ეს უნდა იყოს ყველას მთავარი საზრუნავი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს, 24 თებერვალს უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დაიწყო ეს დამანგრეველი ომი უკრაინაში, ყოვლად გაუმართლებელია ის ომი, რომელიც წამოიწყო რუსეთმა. იცით, რომ ომის დაწყების პირველივე დღეებიდან ქართველი ხალხი გვერდში უდგას უკრაინელ ხალხს. ჩვენ ათასობით უკრაინელს ვუმასპინძლეთ საქართველოში. მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს უკრაინელ დებს და ძმებს. ასევე იცით, რომ ჩვენ ვიყავით თანასპონსორი გაეროს რეზოლუციის. ასევე ჩემი დავალებით საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა იმყოფება ნიუ-იორკში, სადაც თავად მიიღო მონაწილეობა გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა უკრაინის ომს, ომის წლისთავს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი სოლიდარობა, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, გვინდა, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს და აღდგეს მშვიდობა. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ 400-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას მივუერთდით ბოლო ერთი წლის განმავლობაში. ყველა პლატფორმაზე გამოვუცხადეთ მხარდაჭერა ჩვენს უკრაინელ ხალხს. ეს არის ჩვენი მთავარი გზავნილი, სწორედ ამ საკითხებზე გვქონდა ჩვენ საუბარი პრეზიდენტ ერდოღანთან“, – აღნიშნა პრემიერმა.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend