კატეგორიები

გაეროში რუსეთს უკრაინიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდეს

გაეროში რუსეთს უკრაინიდან ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანისკენ მოუწოდეს

უკრაინისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო გუშინ გაეროში გამართული კენჭისყრა. ევროკავშირის ინიციატივამ, დაეგმოთ რუსეთის ქმედებები უკრაინაში შეჭრიდან ერთი წლისთავზე, კიევის სასარგებლოდ ჩაიარა.

ინიციატივას 141-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. 7 წინააღმდეგ წავიდა, 32-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა, მათ შორის ჩინეთმა, რომელიც სამშვიდობო გეგმის წარდგენას აპირებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ უკრაინული მხარე კმაყოფილია შედეგით. მისი თქმით, გზავნილი ნათელია, რამდენიც და როგორც არ უნდა ცადოს რუსეთმა შეარყიოს საერთაშორისო წესრიგი თუ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი კოალიცია, ის ყოველ ჯერზე მარცხდება.

ეს ევროპული დიპლომატიის გამარჯვებაა. თუმცა გამარჯვებას მაინც ოდნავ მწარე გემო აქვს, რადგან უნგრეთის დაბლოკვამ კიდევ ერთხელ შეუშალა ხელი 27 წევრ ქვეყანას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაში.

მინისტრები მომდევნო დღეებში კვლავ შეიკრიბებიან და შეთანხმების მიღწევას ეცდებიან.

შეერთებულ შტატებში კი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის შესახებ განაცხადეს. თეთრ სახლში ასევე ამბობენ, რომ კიევისთვის დახმარების ახალი პაკეტი დამტკიცდება.

დაკავშირებული ამბები
გაეროს სურსათის სააგენტომ დაფინანსების შემცირების შემდეგ აშშ-სგან 800 მილიონი დოლარის გრანტი მიიღო გაეროში აცხადებენ, რომ 2.4 მილიონ ლტოლვილს 2027 წელს საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოუწევს
სხვა ამბები