მთავარიევროპათურქეთიაშშ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის 100 მილიონ დოლარს  გამოყოფს 

აშშ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებულთათვის 100 მილიონ დოლარს  გამოყოფს 

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ  დამატებით 100 მილიონ დოლარს  გამოყოფს  მიწისძვრით დაზარალებულთა დასახმარებლად. ამერიკელი დიპლომატი თურქეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში თავის კოლეგა მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა. მათ მოგვიანებით ვერტმფრენით დანგრეული ჰათაის პროვინცია დაათვალიერეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს უჭირს, სიტყვებით გადმოსცეს ის,  რაც ჰათაის პროვინციაში ნახა. მისი თქმით, ზოგიერთი შენობა ისევ დგას, თუმცა მათ გვერდით სრულად დანგრეული და განადგურებული სახლებია.

ბლინკენი თურქეთში დიპლომატიური მისიით იმყოფება. მისი მიზანი იყო ნატოსა და მისი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების წარმოება.  თუმცა ვიზიტის დროს ყურადღება ძირითადად დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს დაეთმო. 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში მომხდარ მიწისძვრას 46 000-ზე მეტი მოქალაქე ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ნანგრევებში ცოცხალი აღარავინ უპოვიათ.

სირიაში კი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეფერხებულია. სირიის სამოქალაქო დაცვის წევრები, „თეთრჩაფხუტიანები“, სტიქიის ზონაში წინა ხაზზე იმყოფებიან და ნანგრევებს ასუფთავებენ. მათ ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ადამიანებს ცოცხლებს იპოვიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend