კატეგორიები

მოლდოვაში მთავრობა შეიცვალა

მოლდოვაში მთავრობა შეიცვალა

მოლდოვის ახალი პრემიერ-მინისტრი დორინ რეჩანი გახდა

ახლად დანიშნულმა პრემიერ-მინისტრმა  მოლდოვის პარლამენტს თავისი გუნდი და გეგმები წარუდგინა.

პარლამენტმა კი 101-იდან 62 ხმით ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების პროგრამა დაამტკიცა,  ქვეყნის ახალ მინისტრთა კაბინეტში 15 მინისტრი იქნება, რომელთა უმეტესობა წინა მთავრობის წარმომადგენელია.

ახალი პრემიერ-მინისტრი მოლდოველებს უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ განვითარებას დაჰპირდა.

48 წლის დორინ რეჩანმა შეცვალა ნატალია გავრილიტა, რომელიც ქვეყნის მეთაურის თანამდებობაზე დანიშნვიდან 18 თვის შემდეგ გადადგა.

დაკავშირებული ამბები
მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის შესახებ განაცხადა ბრიუსელი ევროკავშირში მოლდოვის შეუფერხებელი გაწევრიანების საფუძველს ამზადებს
სხვა ამბები