მთავარისაქართველოევროპარლამენტის რეზოლუცია და შეფასებები საქართველოში

ევროპარლამენტის რეზოლუცია და შეფასებები საქართველოში

ევროპარლამენტში 15 თებერვალს მიღებულ რეზოლუციას, სადაც ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაშვებისკენ მოუწოდებენ, პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ 15 თებერვალს მიღებულმა რეზოლუციამ დაადასტურა, რომ ევროპა მხარს უჭერს საქართველოს. მათივე თქმით, ეს რეზოლუცია ევროპელებთან ერთად უნდა შესრულდეს.

მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ გუშინ მიღებულ რეზოლუციაში აბსურდული ჩანაწერებია. მათი თქმით, ამ რეზოლუციას ფასი არ აქვს.

ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ.

დოკუმენტის მიხედვით, ეს აუცილებელია, რათა ევროპული რეფორმების ჩატარება კვლავ გახდეს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა.

რეზოლუციის ტექსტში ასევე შევიდა შესწორება, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური შურისძიების ნაწილია.

დოკუმენტის მიღებას მხარი 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი 33 იყო, ხოლო თავი 26-მა შეიკავა.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend