კატეგორიები

თბილისიდან თურქეთის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

თბილისიდან თურქეთის მიმართულებით ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა

„მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად საქართველოდან“ – ასე წერია ტრაილერზე, რომელიც კიდევ ოთხ ასეთივე სატვირთოსთან ერთად თურქეთში სტიქიის ზონისკენ სულ მალე გაემართება.

მოხალისეები დილიდან დაუღალავად მუშაობენ… ახარისხებენ და ცალ-ცალკე ყუთებში ალაგებენ ნივთებს – დიდებისთვის, ბავშვებისთვის, ქალებისა თუ კაცებისთვის. ტრაილერები სავსეა თბილი ტანსაცმლით, საბნებით, სხვადასხვა ზომის ფეხსაცმელებითა თუ სათამაშოებით, ბავშვებისთვის.

მოხალისეებს შორის არიან თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის მოსწავლეები, ისინი დილიდან სხვა მოხალისეებს ეხმარებიან ჰუმანიტარული დახმარების ნივთების სწრაფად ჩაწყობაში. მანამდე კი თავიანთი შეგროვებული ნივთები მოიტანეს დასახმარებლად.

ხუთივე ტრაილერი დანიშნულების ადგილზე სავარაუდოდ კვირას, 12 თებერვალს ჩავა და თურქეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულებს მეზობელი ქვეყნიდან გაგზავნილ ნივთებს ჩაუტანს. ისინი კი ამ სატვირთოებზე წაიკითხავენ წარწერას – „მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად საქართველოდან.“

ანანო ღუდუშაური

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები