მთავარისაქართველოთურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი - სამინისტრო

თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი – სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო საელჩოსა და საკონსულოებში ცხელი ხაზის ამოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის გამო, თურქეთში საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ქალაქ სტამბოლსა და ქალაქ ტრაბზონში ამოქმედებულია ცხელი ხაზი. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროებას შემთხვევაში შესაძლებლობა აქვთ დაუკავშირდნენ: საქართველოს საელჩოს ქალაქ ანკარაში +905336903040; +905392208280; გენერალურ საკონსულოს ქალაქ სტამბოლში +905418184400; გენერალურ საკონსულოს ქალაქ ტრაპიზონში +905413262226.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო და სოლიდარობას უცხადებენ თურქეთის მთავრობას და მოსახლეობას“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend