კატეგორიები

აშშ-მ თავის ტერიტორიულ წყლებში ჩინური სათვალთვალო აეროსტატი ჩამოაგდო

აშშ-მ თავის ტერიტორიულ წყლებში ჩინური სათვალთვალო აეროსტატი ჩამოაგდო

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედროები ჯერ კიდევ ეძებენ ჩინური სათვალთვალო აეროსტატის ნაწილებს. საფრენი აპარატი ბირთვული ობიექტების თავზე დაფრინავდა. შაბათს, 4 თებერვალს, თავდაცვის დეპარტამენტმა დაადასტურა, რომ მოიერიშე თვითმფრინავებმა ის შეერთებული შტატების წყლებში ჩამოაგდეს. ძიების პროცესი გართულებულია, რადგან ნამსხვრევები 11 კილომეტრის რადიუსშია მიმოფანტული. სამძებრო სამუშაოებში სამხედრო გემებიც არიან ჩართული.

ჩინური აეროსტატის ჩამოგდების ბრძანება პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა.

პეკინში აცხადებენ, რომ აეროსტატი  უვნებელი მეტეოროლოგიური  მფრინავი ობიექტი იყო, რომელიც კურსს ასცდა. მათი თქმით, შეერთებული შტატების რეაქცია ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო. პეკინში თვლიან, რომ მათ  შესაბამისი პასუხის გაცემის უფლება აქვთ.

დიპლომატიური თვალსაზრისით, ეს ინციდენტი ორივე ქვეყნისთვის არასასურველია.  სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააუქმა მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩინეთის დედაქალაქში. აღნიშნული შემთხვევა კი ჩინური მხარის უპასუხისმგებლო ქმედებად შეაფასა.

 

დაკავშირებული ამბები
დონალდ ტრამპის თქმით, არ გეგმავს ირანში აშშ-ის სახმელეთო ჯარების გაგზავნას აშშ-ის პრეზიდენტი ირანს სამხრეთ ფარსის საბადოს განადგურებით ემუქრება
სხვა ამბები