კატეგორიები

„მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება“ – სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე

„მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება“ – სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის ანგარიშზე

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკურ ანგარიშზე ფესიბუკის გვერდზე წერს და აღნიშნავს, რომ ეს პოზიტიური შეფასება მისასალმებელია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს.

მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც მეტ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“,- წერს ზურაბიშვილი.

დაკავშირებული ამბები
მეურნეობის ეკოლოგია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალეს
სხვა ამბები