კატეგორიები

კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022-ის“  გამარჯვებულები გამოვლინდნენ

კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022-ის“  გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დღეს, 3 თებერვალს კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2022-ის“  გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წელს პრიზები რვა საპრიზო კატეგორიაში გადაეცათ ჟურნალისტებს.

გამარჯვებულები საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა – ტიბორ კოზმა დააჯილდოვეს.

წელს საქართველოში “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” რიგით მეთერთმეტე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები