კატეგორიები

„ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე

„ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენაზე

საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა, სანქციების საფრთხეს შეუქმნის იმ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც, კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები შესაძლოა სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს – ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის“, – ნათქვამია ინტერვიუში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები