მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვის გამო მოსალოდნელი შეფერხების შესახებ აფრთხილებს

ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას საყოველთაო გაფიცვის გამო მოსალოდნელი შეფერხების შესახებ აფრთხილებს

ბრიტანეთის მთავრობა მოსახლეობას მოსალოდნელი შეფერხების შესახებ აფრთხილებს, რადგან მასწავლებლები, მემანქანეები და საჯარო სამსახურში დასაქმებული პირები უერთდებიან საყოველთაო გაფიცვას უკეთესი ანაზღაურების მისაღებად. როგორც ვარაუდობენ, გაფიცვაში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას.

ბოლო ცნობებით, გაფიცვას მეხანძრეებიც შეუერთდებიან. თავდაპირველად გაიფიცნენ ექთნები და ჯანდაცვის სხვა მუშაკები, რომლებიც მომავალ კვირას კვლავ გააგრძელებენ აქტიურ გამოსვლებს. დღეს სკოლებთან, მატარებლის სადგურებთან, უნივერსიტეტებსა და სამთავრობო უწყებებთან მოეწყობა პიკეტი. აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

იმავე დღეს საპროტესტო აქციები მოეწყობა მთავრობის გეგმის წინააღმდეგ, რომელიც გაფიცვის დროს შეზღუდული მომსახურების გაწევას უკავშირდება. პროფკავშირებმა მას “გაფიცვის საწინააღმდეგო კანონპროექტი” უწოდეს.

როგორც მთავრობაში ამბობენ, პრემიერ-მინისტრმა პროფკავშირებს მოუწოდა,  შეეწყვიტათ გაფიცვები, სანამ მოლაპარაკებები არ დაიწყებოდა. როგორც მოსალოდნელია, 600-ამდე სამხედრო მოსამსახურე იქნება მობილიზებული გაფიცვით გამოწვეული შედეგების შესამცირებლად. მათი უმეტესობა სასაზღვრო სამსახურში განთავსდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend