კატეგორიები

ავსტრიის კანცლერის ვიზიტი

ავსტრიის კანცლერის ვიზიტი

დღეს, 30 იანვარს საქართველოს ავსტრიის კანცლერი, კარლ ნეჰამერი პირველ ოფიციალური ვიზიტით ეწვია.

კარლ ნეჰამერი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა, სადაც ჯერ ოფიციალური ცერემონია გაიმართა, შემდეგ კი ორი ქვეყნის პირველმა პირებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა და კარლ ნეჰამერმა საქართველოსა და ავსტრიის თანამშრომლობაზე, ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობასა და რუსეთ-უკრაინის ომზე გაამახვილეს ყურადღება.

ავსტრიის კანცლერმა საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურა და განაცხადა, რომ რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, ევროკავშირში გაწევრება ამად ღირს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები