მთავარიაზიაიაპონიაCOVID-19 იაპონიაში სეზონური გრიპის კატეგორიაში გადავა

COVID-19 იაპონიაში სეზონური გრიპის კატეგორიაში გადავა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი: "ჩვენ ასევე განვიხილავთ სამედიცინო ნიღბების ტარებისა და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული სხვა ზომების შემსუბუქებას."

იაპონია კოვიდ-19-ის სეზონური გრიპის კატეგორიამდე დაყვანას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ფუმიო კიშიდამ გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსის სეზონური გრიპის ეკვივალენტამდე შემცირება, ქვეყანაში პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს. თუმცა შესაძლოა, ამან მთავრობის მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა შეამციროს. 20 იანვარს იაპონიაში კორონავირუსის 82 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 425 .

„მე ჩემს კაბინეტთან ერთად გამოვთქვი მზაობა, ხელი შევუწყო ექსპერტებს შორის დისკუსიებს, ახალი კორონავირუსის თავიდან კლასიფიკაციასა და დაავადების კატეგორიის მე-5 კლასამდე შემცირების შესახებ. ჩვენ ასევე განვიხილავთ სამედიცინო ნიღბების ტარებისა და ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ დაწესებული სხვა ზომების შემსუბუქებას. ჩვენ აუცილებლად გავუმკლავდებით ვირუსის მერვე ტალღას“, – ამბობს იაპონიის პრემიერ-მინისტრი.

უახლესი

სხვა ამბები

00:05:01
spot_imgspot_img
Send this to a friend