კატეგორიები

ღირსეული შრომის პლატფორმა სასწრაფოს ექიმების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს

ღირსეული შრომის პლატფორმა სასწრაფოს ექიმების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს

ღირსეული შრომის პლატფორმა სასწრაფოს ექიმების პროტესტს სოლიდარობას უცხადებს. განცხადებას 4 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

ისინი მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, დააკმაყოფილოს სასწრაფო დახმარების ექიმებისა და მძღოლების სამართლიანი მოთხოვნები, ღირსეული ანაზღაურების დანიშვნის შესახებ.

„ქვეყანაში არსებული ინფლაციის მაღალი მაჩვენებლისა და გაძვირებული საცხოვრებელი პირობების გამო, სასწრაფოს ექიმებისა და მძღოლების ხელფასი, რომელიც მძიმე და სისტემატური მორიგეობების შედეგად, 1300 ლარს თუ აღწევს, სრულიად არაადეკვატურია, დასაქმებულთა პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ამ ადამიანების შრომაზე, კი უამრავი სხვა ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობაა დამოკიდებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები