ავსტრალიაში გიგანტური გომბეშო აღმოაჩინეს. ჯერჯერობით უცნობია არის თუ არა ახლადაღმოჩენილი გომბეშო მსოფლიოში ყველაზე დიდი, თუმცა კუინზლენდი მუზეუმი ამის შემოწმებას აპირებს. გიგანტური გომბეშო 2 კილოსა და 7 გრამს იწონის. ის ავსტრალიაში სრულიად შემთხვევით იპოვეს.
„ჩვენ პარკის ბილიკებს ვასუფთავებდით და მანქანით მივდიოდით. გველი დავინახეთ და მანქანიდან გადმოვედით რომ მისთვის გვეყურებინა. ძალიან ლამაზი იყო, შავი, წითელი მუცლით. თვალს ვაყოლებდით და უცბათ ჩემს ფეხთან ქვემოთ დავიხედე და 40 სანტიმეტრის დაშორებით ეს ურჩხული, უდიდესი გომბეშო დავინახე“, – ამბობს კაილი გრეი, კუინზლენდის გარემოს დაცვისა და მეცნიერების რეინჯერი.
გიგანტურ გომბეშოს ტოდზილა დაარქვეს. ის თითქმის სამ კილოგრამს იწონის.
„ბაზაზე უკვე გომბეშოსთან ერთად შუადღისას დაბრუნდით. ავწონეთ და რას ვხედავთ. 2 კილო და 700 გრამი. თვალებს არ ვუჯერებდით”, – ამბობს კაილი გრეი, კუინზლენდის გარემოს დაცვისა და მეცნიერების რეინჯერი.
ახლა მხოლოდ ზუსტი ზომების აღებაა საჭირო იმისათვის რომ კუინსლენდის მუზეუმში გაარკვიონ არის თუ არა ეს გომბეშო მსოფლიოში ყველაზე დიდი ზომის.