კატეგორიები

მიუსაფარი ცხოველები ზამთრის ცივ დღეებში

მიუსაფარი ცხოველები ზამთრის ცივ დღეებში

ზამთრის ცივ დღეებში ხშირად შეხვდებით მიუსაფარ ცხოველებს, რომლებიც თბილ თავშესაფრებს მაღაზიებში თუ სხვადასხვა დაწესებულებებში ეძებენ. მათი რაოდენობა არავინ იცის, რადგან დედაქალქში ბოლოს მიუსაფარი ცხოველები 2015 წელს დაითვალეს. მაშინ ქუჩაში დაახლოებით 43 000 ძაღლი ცხოვრობდა.

მუნიციპალური თავშესაფარი კი თბილისში მიუსაფარ ძაღლთა აღწერას გაზაფხულზე გეგმავს. თუმცა იქამდე ცხოველთა დამცველი ორგანიზაციები ქუჩაში მცხოვრები ძაღლების მძიმე მდგომარეობასა და დაღუპვის რისკებზე საუბრობენ.

ანანო ღუდუშაური

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები