კატეგორიები

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ღამეს გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან გაათევენ

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ღამეს გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან გაათევენ

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან სასწრაფო დახმარების თანამშრომლები და პროფკავშირების წარმომადგენლები რჩებიან.

ისინი ცენტრის ეზოდან წასვლას არ აპირებენ და ამბობენ, რომ ფეხს არ მოიცვლიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

სასწრაფო დახმარების ექიმები 9 თვეა ხელფასის გაზრდას ითხოვენ.

დღეს მედიკოსებმა აქცია გამართეს გადაუდებელი დახმარების ცენტრის შენობასთან, ეს 2023 წელს უკვე მეორე აქციაა.

ორივე აქციის შემდეგ, ისინი ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ, თუმცა შეთანხმებას ვერცერთ შეხვედრაზე ვერ მიაღწიეს.

ამ დროისთვის გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეზოში 10-მდე მედიკოსი რჩება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები