მთავარიევროპაესპანეთიესპანეთში "მნათობების ფესტივალი" გაიმართა

ესპანეთში “მნათობების ფესტივალი” გაიმართა

მუნიციპალიტეტის ქუჩები სავსეა კვამლით, ცეცხლმოკიდებული ხის სიკაშკაშითა და ცხენებით - ამ ყველაფრის მიზეზი კი ყოველწლიური ფესტივალია, რომელიც მუნიციპალიტეტში უკვე ოთხი საუკუნეა ტარდება

„მნათობების ფესტივალის“ დაარსების ზუსტი თარიღი არავინ იცის, თუმცა ვარაუდობენ, რომ ფესტივალი მე-18 საუკუნიდან იღებს სათავეს.

„მნათობების ფესტივალი“ ყოველ წელს ცხოველთა მფარველის, წმინდა ანტონი დიდის გარდაცვალების დღის, წინა დღეს, 16 იანვარს იმართება.

ფესტივალის მონაწილეებს სჯერათ, რომ კვამლი, რომელიც ცხენებს ფარავს მათ განწმენდას უწყობს ხელს და მომდევნო წლის განმავლობაში მათ დაცვას უზრუნველყოფს.

„წელს ჩემმა შვილებმა სიურპრიზი გამიკეთეს და მნათობების სანახავად მომიყვანეს. იცით, 55 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც აქ ბოლოს ვიყავი. ასე რომ ძალიან ძალიან ბედნიერი ვარ, მშვენივრად ვატარებ დროს. მათ წარმოუდგენელი დღე მაჩუქეს“,- ემელინა კარპიო.

„ფესტივალზე წმინდაა ყველა ცხენი, რომელთა რაოდენობაც დაახლობით 100-120-ია, მხედრებთან ერთად განწმენდის ცეცხლში გადიან“, –  სალვადორ საეზი.

„ადრე რიტუალი მხოლოდ კოცონის დანთებასა და ცხოველების ცეცხლში გავლას მოიცავდა. და ახლა ნახეთ სად ვართ“, – ანა გომესი, სან-ბარტოლომე დე პინარესის მერი.

„თავიდან ცხოველები შეშინებულები არიან, ეს ნორმალურია, თუმცა შემდეგ ცეცხლში გადიან და ხედავენ, გრძნობენ იმ ემოციების ერთობლიობას, რომლის აღწერაც შეუძლებელია“, – ანხელ მარტინესი.

ესპანეთის მუნიციპალილეტის ქუჩებში 20-მდე კოცონი დაანთეს და ფესტივალში 120 ცხენი მონაწილეობდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend