ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გასული საუკუნის 60 იანი წლების შემდეგ პირველად სახელმწიფოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა.
„2022 წლის მიწურულს, ჰონგ კონგის, მაკაუსა და ტაივანის გამოკლებით, მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 1.41 მილიარდ ადამიანს, ეს კი 850 ათასით ნაკლებია 2021 წლის მონაცემებთან შედარებით. დაბადებულთა რიცხვი 9,56 მილიონი იყო“, – აცხადებს სტატისტიკის ეროვნული ბიუროს კომისარი კანგ იი.
პეკინისა და შანხაის ქუჩებში გამოკითხულ მოქალაქეებს მიაჩნიათ, რომ მოსახლეობის რაოდენობის კლება გარდაუვალი იყო, რადგან უფრო და უფრო ნაკლებ ადამიანს სურს შვილების ყოლა. მიზეზი სამუშაო ადგილების ნაკლებობა, მშობლებზე ზრუნვა და ყოველდღიური ხარჯების ზრდაა.
„80 იან წლებში დაბადებულების უმრავლესობას და ძმა არ გვყავს, მშობლებზე ზრუნვა ბევრს მოითხოვს, ამავე დროს კი ყოველდღიური ხარჯები მზარდია“, – ამბობს პეკინის მკვიდრი ჰუანგ ლი.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კოვიდპანდემიის შედეგად, ეკონომიკური ზრდა შემცირებულია, სახელმწიფოში ეპიდვითარება კი მძიმე.