კატეგორიები

ბრაზილიაში სამთავრობო შენობების დაცვა გაძლიერდა

ბრაზილიაში სამთავრობო შენობების დაცვა გაძლიერდა

ბრაზილიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან გაძლიერდა სამთავრობო შენობების დაცვა, რომლებიც არეულობის დროს მომიტინგეებმა დაარბიეს.

ასევე დაკავებულია ადამიანი, რომლესაც ანტიდემოკრატიული ქმედებები ედება ბრალად და 8 იანვრის არეულობის ერთ-ერთ ორგანიზატორად მოიაზრება.

ამავდროულად, მოქმედი პრეზიდენტის პარტიაში აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ლუის ინასიუ ლულა და სილვა ეწინააღმდეგება ბრაზილიაში 8 იანვრის მოვლენების მონაწილეების ამნისტიას.

სან პაულუს გუბერნატორმა, ულტრამემარჯვენე ლიდერის მოკავშირემ, ტარცისიო დე ფრეიტასმა განაცხადა, რომ ჟაირ ბოლსონარუს სამთავრობო შენობებზე თავდასხმები არ წაუხალისებია. 8 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.

დაკავშირებული ამბები
არჩევნები ბრაზილიაში - მოქმედი პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტის ვაჟი ერთმანეთს მეორე ტურში დაუპირისპირდებიან ბრაზილია მერკოსურის შეთანხმებაში კოლუმბიის შემოერთებაზე მუშაობს
სხვა ამბები