მთავარისაქართველოსაქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა

ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ; რეფერენტული ფასების დარღვევის შემთხვევაში კი კომპანიებს სანქციები 15 მარტიდან დაეკისრებათ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ცვლილება მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ისახავს მიზნად.

სექტორს მედიკამენტებზე ფასების შესამცირებლად და ახალ სისტემაზე გადასაწყობად 1 თვე აქვს. ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. რეფერენტული ფასების დარღვევის შემთხვევაში კი კომპანიებს სანქციები 15 მარტიდან დაეკისრებათ.

საცალო აფთიაქი განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვის შემთხვევაში პირველ ეტაპზე გაფრთხილებას მიიღებს, განმეორებით შემთხვევაში კი 5 000 ლარით დაჯარიმდება. რაც შეეხება საბითუმო რეალიზატორს, გაფრთხილების შემდეგ, დარღვევის განმეორების შემთხვევაში 15 000 ლარიანი ჯარიმა განისაზღვრა, სამართალდარღვევის მესამედ ჩადენის შემთხვევაში კი სანქცია 30 000 ლარს შეადგენს.

დღეს, 16 იანვარს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მედიკამენტებზე ფასის ზედა ზღვარის დაწესების შემდეგ, სასწრაფო დახმარების ექიმების ხელფასების გაზრდასთან დაკავშირებითაც ისაუბრა. სწორედ ამ მოთხოვნით სასწრაფო დახმარების თანამშრომლები უკვე მე-9 თვეა საპროტესტო აქციებს მართავენ და ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ მანამ სანამ გაზრდილ ხელფასებსა და ღირსეულ სამუშაო პირობებს არ მიიღებენ.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ხელფასის გაზრდის მოთხოვნა ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული, ნებისმიერი სამსახურის, ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, თუმცა ეს სამინისტროს ბიუჯეტიდან გამომდინარე, ადეკვატურობის ფარგლებში უნდა ჯდებოდეს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend