მთავარიამერიკააშშჯო ბაიდენმა საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის შესახებ კომენტარი გააკეთა

ჯო ბაიდენმა საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის შესახებ კომენტარი გააკეთა

ჯო ბაიდენმა თავის ერთ-ერთ რეზიდენციაში საიდუმლო დოკუმენტების აღმოჩენის მეორე შემთხვევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს იმედი აქვს, რომ მალე შეძლებს ამ ყველაფერზე საუბარს. თუმცა, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ავტომობილი ქუჩაში კი არა, გარაჟში, დაცულ ადგილას დგას.

რესპუბლიკელები, რომლებიც ახლა კონგრესს აკონტროლებენ, აცხადებენ, რომ საკითხს საფუძვლიანად გამოიძიებენ.

კონგრესის სპიკერი კევინ მაკარტი აღნიშნავს, რომ იმ დროს ჯო ბაიდენი ჯერ კიდევ ვიცე-პრეზიდენტი იყო და მას ეს დოკუმენტები რამდენიმე სხვადასხვა ადგილას ჰქონდა მიმოფანტული. საიდუმლო დოკუმენტების გამო იგი თავად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ტრამპს. კევინ მაკარტის აინტერესებს, მიმართა თუ არა მან პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ იუსტიციის დეპარტამენტს და რამდენად სწორი იყო მისი მხრიდან ეს საქციელი.

იუსტიციის დეპარტამენტში ინციდენტის გამოსაძიებლად სპეციალური პროკურორი დანიშნეს, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი რესპუბლიკელებისთვის. ახლა თეთრი სახლი და ჯო ბაიდენის ადვოკატები  პრობლემის მოგვარებას ცდილობენ.

თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი დარწმუნებულია, რომ საფუძვლიანად გამოიძიებენ საქმეს და დაასკვნიან, რომ ეს დოკუმენტები უნებლიეთ იყო არასწორად განთავსებული და რომ პრეზიდენტმა და მისმა ადვოკატებმა დაუყოვნებლივ იმოქმედეს ამ შეცდომის აღმოჩენისთანავე.

თუმცა, ამავდროულად, ჩნდება კითხვა, კიდევ ხომ არ აღმოაჩენენ  დამატებით დოკუმენტებს სადმე სხვაგან?

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend