მთავარიევროპაუკრაინაუკრაინის ენერგოსისტემა მუდმივი თავდასხმის ქვეშ არის

უკრაინის ენერგოსისტემა მუდმივი თავდასხმის ქვეშ არის

რუსული ძალების მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი უწყვეტი სარაკეტო და საარტილერიო იერიშების ფონზე, უკრაინელი ელექტრიკოსები ცდილობენ, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას.

სწორედ ამ ადამიანების დამსახურებით უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობას დღეში რამდენიმე საათის განმავლობაში მაინც მიეწოდება ელექტროენერგია.

უკრაინის ერთ-ერთი ელექტროსადგური უკვე რამდენიმე თვეა, რაც რუსი სამხედროების მიერ იბომბება, მიუხედავად ამისა, სადგური მუშაობს და მოსახლეობის ელექტროენერგიით უზრუნველყოფას მაინც ახერხებს.

სადგურის ტერიტორია სავსეა რუსული რაკეტების ნარჩენებით, ელექტრიკოსთა თქმით, რუსული შეიარაღების ნარჩენების და ნანგრევების გაწმენდის დრო და ენერგია არავის აქვს

„ელექტროსადგურის ინფრასტრუქტურა დაზიანდა. მაგრამ ჩვენ შევძელით დაზიანებულის სწრაფად აღდგენა, დასახული მიზნების შესრულება შევძელით“, – ამბობს ელექტრიკოსი მიკოლა.

ამ ელექტროსადგურზე 500 ადამიანი მუშაობს, სხვადასხვა სამუშაო ცვლები 24 საათის განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს რომ ოკუპანტების თავდასხმების ფონზე მშვიდობიან მოსახლეობას ელექტროენერგია მიაწოდონ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend