კატეგორიები

ლონდონის აეროპორტში ერთ-ერთ ტვირთში ურანი აღმოაჩინეს

ლონდონის აეროპორტში ერთ-ერთ ტვირთში ურანი აღმოაჩინეს

ლონდონის ჰითროუს აეროპორტში ტვირთის გეგმიური შემოწმების შედეგად სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა მცირე რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერება ურანი აღმოაჩინეს. კონტრტერორისტულმა სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით დაკავებული არავინაა.

ბრიტანეთის არმიის ქიმიური იარაღის განყოფილების ყოფილი უფროსი ჰემიშ დე ბრეტონ-გორდონი აღნიშნავს, რომ ურანისა და პლუტონიუმის გადატანა მხოლოდ სპეციალური, მკაცრად დაცული კონტეინერებითაა შესაძლებელი, ზოგჯერ საჰაერო გზითაც შეიძლება, თუმცა კომერციული თვითმფრინავით რადიოაქტიური მასალის გადატანა კატეგორიულად დაუშვებელია.

ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რადიოაქტიური მასალა ჯართში აღმოაჩინეს. ტვირთი თავდაპირველად პაკისტანიდან გამოაგზავნეს, ლონდონში კი საჰაერო გზით ომანიდან მოხვდა.

Related news
დიდი ბრიტანეთი კატარში ტაიფუნის ტიპის ავიაგამანადგურებლებს გზავნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება BREXIT-დან 6 წლის შემდეგ
სხვა ამბები