ბრაზილიაში ორი ქალი მინისტრის ინაუგურაცია შედგა. ცერემონიას ბრაზილიის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ლუის ინასიუ ლულა და სილვა, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა. სონია გუაჟაჟარა ქვეყნის მკვიდრი ხალხის მინისტრად დაინიშნა. ანიელ ფრანკუ კი რასობრივი თანასწორობის მინისტრად.
„ვიცით რომ 4 წელიწადში, 522 წლის გადალახვა ადვილი არ იქნება, მაგრამ ამისთვის მზად ვართ. ჩვენ მზად ვართ, ეს მომენტი და ეს წლები ჩვენი წინაპრების ძალის, ბრაზილიის სულისა და ჩვენი ხალხის აღორძინების პერიოდად ვაქციოთ. ბრაზილია ჩვენს გარეშე აღარ იქნება. აღარასდროს“, – განაცხადა სონია გუაჟაჟარამ.
„ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ გვაქვს ქვეყნის განვითარების პროექტი. პროექტი, სადაც შავკანიან ქალს შეუძლია დარჩეს გადაწყვეტილების მიმღებ სხვადასხვა სივრცეში ისე, რომ თავში 5 ტყვია არ მოხვდება“, – თქვა ანიელ ფრანკუმ.
ღონისძიების მიმდინარეობის დროს, პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამკაცრებს ჯარიმებს: სპორტული, რელიგიური, მხატვრული და კულტურული ღონისძიებების დროს, რასიზმის ნიშნით დისკრიმინაციის შემთხვევებზე.